| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - იარაღის შესახებ კანონში გათვალსწინებული ცვლილებებით, ხმოვანი იარაღი დასაშვები ხდება მხოლოდ კონკრეტული მიზნით - თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში. რადგან ხმოვან იარაღს არ გააჩნია თავდაცვითი ფუნქცია, დაუშვებელი იქნება ფიზიკური პირის მიერ ტარება.
იარაღის გადატანა-გადაზიდვა დასაშვები იქნება მხოლოდ განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად. დარღვევა გამოწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
დეპუტატ ირაკლი ბერაიას თქმით, იარაღი, სიიაფის გამო სულ უფრო პოპულარული ხდება კრიმინალურ სამყაროში. ასობით ფაქტი, საპატრულო ეკიპაჟების გამოძახების. მოგვიანებით ექსპერტიზით ირკვევა, რომ აკუსტიკურიდან იყო. ეს კი იწვევს სამართალდამცავი რესურსის ირაციონალურ ხარჯვას.
კანონს ემატება გაზის იარაღის ტარების მარეგულირებელი წესიც. დაუშვებელია გაზის იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss