| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 2021 წლის რთველი კადასტრის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდება.ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. ვენახების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება და საკადასტრო ინფორმაციის განახლება, რაც ღვინის სააგენტოს ინფორმაციით უფასოა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ყვარელში, გურჯაანში, სიღნაღში (წნორის მხარის სოფლები), თელავსა და ახმეტაში (მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ მოქმედ სარეგისტრაციო უბნებზე, სულ 33 ლოკაციაზე). დედოფლისწყაროსა და სიღნაღში ჯერ ეაროგადაღებებია და დასრულებისთანავე დაიწყება.
თელავის მერიის
წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსის, ვაჟა ლეშკაშელის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში 2 000-ზე მეტი მევენახეა
რეგისტრირებული.
რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება საცალდებულოა ვენახის ყიდვა-გაყიდვის, გაქირავებუს, გაჩუქება-გაშენების ან ამოძირკვისას. თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებით გაშენებული ყველა ვენახის რეგისტრაცია სავალდებულოა.
ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრაციის დაწყებაზე მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss