ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
„სოკარი“ „გაზპრომთან“ თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს განიხილავს
მარიამ გვენცაძე
7 ივნისი, 2021, 18:06
„სოკარი“ „გაზპრომთან“ თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს განიხილავს

თბილისი (GBC) - „სოკარიგაზპრომთანთანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს განიხილავს. რუსული მედიის ცნობით, ორმხრივი  შეხვედრები, როვგან აბდულაევის (აზერბაიჯანული „სოკარისპრეზიდენტი) და ალექსეი მილერის (რუსული გაზპრომის თავმჯდომარე)  მეთაურობით. უკვე გაიმართა.  მედია აზერბაიჯანისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლებაზე საუბრობენ.

როგორც იცით, აზერბაიჯანმა რუსული გაზის იმპორტი 2007 წელს შეწყვიტა, რაც შაჰ დენიზის საბადოს ჭაბურღილები შევიდა ექსპლუატაციაში.

2010-15 წლებშიგაზპრომიყიდულობდასოკარისგან“. 2016 წლის ნოემბერში კი კომპანიები შეთანხმდნენ, რომ დარეზერვების მიზნით, აზერბაიჯანულისოკარი“ „გაზპრომისგან“ 1.5 მლრდ.³-ს შეიძენდა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის მარტი-აპრილში რუსეთმა აზერბაიჯანის გავლით შემოიტანა ბუნებრივი აირი საქართველოში, სომხეთში ტრანზიტის მიზნითამ პერიოდში ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის მილსადენზე (NSCP) გეგმიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

2020 წელს ბუნებრივ აირზე საქართველოს მოთხოვნის 99.8% დაკმაყოფილდა იმპორტით, ხოლო დარჩენილი 0.2% – ადგილობრივი მოპოვებით. გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კი კვლავ აზერბაიჯანის რესპუბლიკა რჩებასაქართველოში იმპორტირებული ბუნებრივი გაზის 91% სწორედ მეზობელ სახელმწიფოზე მოდის.

2021 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, წელს საქართველო აზერბაიჯანიდან ჯამში 2.518 მლრდ ³ გაზს მიიღებს. აქედან  შაჰ-დენიზის წილი 1.014 მილიარდია, „სოკარიდანმისაღები გაზის მოცულობა კი 1.504  მლრდ ³- შეადგენს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები