ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მოლინეუსი: მთავრობას 3 მიმართულებით დავეხმარებით
8 ივნისი, 2021, 16:35
მოლინეუსი: მთავრობას 3 მიმართულებით დავეხმარებით

თბილისი (GBC) - მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი $34.5 მლნ-ის მოცულობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა,  რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყონ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის მოსახლეობის 60 %-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოება, რომ პროექტი  სამ ძირითად ფუნქციას შეასრულებს:

პირველი - ის ხელს შეუწყობს მეტად საჭირო ვაქცინების შეძენას და დაეხმარება მთავრობას უშუალოდ COVAX პლატფორმასთან ურთიერთობაში, ისევე როგორც ზოგიერთ მწარმოებელთან პირდაპირ მოლაპარაკებებში.

მეორე - დავეხმარებით მთავრობას საჭირო მარაგების, მათ შორის, შპრიცების და სხვა სამედიცინო ტექნიკის შეძენაში.

და მესამე - ჩართული ვიქნებით ლოგისტიკის, ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის,  და სხვა ღონისძიებების დაგეგმვაში, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს დროული ვაქცინაციის შესაძლებლობა.

ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოსთვის მსოფლიო ბანკის დახმარების ფართო ძალისხმევის ნაწილს. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც გვერდით დაუდგა მთავრობას პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების დაცვაში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამებით და ასევე, პარალელურად დავეხმარეთ COVID-19-თან ბრძოლისათვის მეტად მნიშვნელოვანი სამედიცინო  აღჭურვილობის შეძენაში.  ჩვენ ხელი შევუწყვეთ მილიონობით PCR ტესტის, ჟანგბადის  აპარატის და სხვა მნიშვნელოვანი აღჭურვილობის შეძენას ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად, რაც, ჩემი აზრით, წარამატებით განვახორციელეთ გასული წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, ჩვენ ასევე ძალზე საჭირო ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოვყავით მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის შედეგად.

დაბოლოს, ჩვენ უშუალო დახმარება გავუწიეთ მთავრობას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში,  სოციალური დაცვის და სხვა ღონისძიებების განხორციელებაში მოქალაქეთა მხარდაჭერის მიზნით.

დასასრულს მსურს, მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათ თავისი როლი შეასრულონ და გაიკეთონ აცრა. დიახ, ვიცი, რომ არსებობს წუხილები, ვიცი, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი რაც წამიკითხავს და შემისწავლია მიუთითებს, რომ ვაქცინები არის უსაფრთხო, უვნებელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფუნდამენტურად აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველო  ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, აღადგინოს ეკონომიკა და დაეხმაროს თავის მოქალაქეებს სიღარიბის დაძლევაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები