| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სამართალი ურმით დადის და პურიც ჭამა, - საკანომდებლო ინიციატივა ლევან იოსელიანმა (ფრაქცია მოქალაქეები) ნაციონალური მოძრაობისთვის პარლამენტში შესვლის მილოცვით დაიწყო.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, I მოსმენით მის მიერ წარდგენილი ცვლილებები ჯარიმასთან ერთად, ნასვამი მძღოლის 15 დღემდე ადმისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. II მოსმენისთვის კონსულტაციებში შსს-ც ჩაეთვება.
ლევან იოსელიანის თქმით, უნდა მოისპოს მართვის მოწმობაჩამრთმეული მძღოლისთვის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დისკრეციის ფარგლებში, უფლებამოსილების აღდგენის პრაქტიკა. II მოსმენამდე განისაზღვრება, 0.03 პრომილის შემთხვევაში შეუჩერდება მთვრალ დამრღვევს მართვის უფლება თუ 0.08 პრომილზე.
ცვლილებებით, ₾300 და ₾1 000 ჯარიმა ორმაგდება. ასევე განიხილება განმეორებით დარღვევაზე, მართვის უფლების 1 წლამდე ვადით შეჩერება. დეპუტატებმა ინიციატორს, ჯარიმის გაზრდის პროპორციულად
დანაშაულის შემცირების ანალიზიც მოსთხოვეს.
ლადო კახაძის (ქართული ოცნება) შეფასებით ნებისმიერი რეგულაცია გამართლებულია, რადგან ტვინის ფუნქცია აქვს და დერეგულაციას, უტვინობის. ამასთან, მეცნიერებისგან მოითხოვა რეგულაციაში ნანო ტექნოლოგიების ჩართვაც, რომ სენსორულად იმართოს პროცესები, მთვრალის საჭესთან მიჯდომისას, რომ ავტომობილის ძრავი ავტომატურად არ ჩაირთოს.
იოსელიანმა 3 წლის სავალალო სტატისტიკა მოიხმო, 1 900 მეტი ადამიანი ემსხვერპლა საგზაო შემთხვევას და 23 000 დასახიჩრდა. გერმანიაში ავტოშემთხვევებში მილიონზე 17 გარდაცვლილი და საქართველოში კი 137 მოდის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss