ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გახარია ივანიშვილის წერილზე
8 ივნისი, 2021, 22:01

გახარია ივანიშვილის წერილზე: ერთი სიმართლე, ერთი ტყუილი და მორალურად ჩაფენილია, რომ გახარია მოღალატეა. სხვა ყველაფერი იქ არის წყალი და ბელეტრისტიკა.

 

გიორგი გახარიამ გადაცემა რეაქციაში სტუმრობისას განაცხადა ბიძინა ივანიშვილის წერილზე, რომ მსგავს რამეს ელოდა, მაგრამ არა ასე სწრაფად და არა ასეთი ფორმით.

„ეს განცხადება ჩემთვის მისი ტონალობით იყო აბსოლუტურად მოულოდნელი“ - ამბობს ექსპრემიერი.

„ამ განცხადებაში არის ორი საკითხი - რომ გიორგი გახარია ჩემი პროექტი არ არის და რომ გიორგი გახარია არის მოღალატე. ძალზედ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც არის ერთი სიმართლე - რომ გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მეორე არის ტყუილი - რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ ვართ ოცნება ორი - რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ჩვეულებრივი ტყუილია. და ამასთან ერთად მორალურად ჩაფენილია, რომ გიორგი გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და უღალატა გუნდს. სხვა ყველაფერი იქ არის წყალი და ბელეტრისტიკა. არაფერი სხვა მნიშვნელოვანი იქ არ არის.“ - აფასებს გახარია ბიძინა ივანიშვილის წერილს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები