ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვანის მუზეუმი ტურისტების მისაღებად მზად არის
9 ივნისი, 2021, 21:01
ვანის მუზეუმი ტურისტების მისაღებად მზად არის

თბილისი (GBC) - ირაკლი ღარიბაშვილი, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში მივიდა და მის როლზე აღნიშნა,  კულტურის იდენტობის, თვითშემეცნების, ასევე რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში.

მუზეუმის ინფრაქტრუქტურული  განვიტარების პროექტი  მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. აშენდა 4-სართულიანი შენობა. მოეწყო მცირე  ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, საცავები, საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის და ავტოსადგომი.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის განახლებულ შენობას შენარჩუნებული აქვს ძველი იერსახე და ამავე დროს, მორგებულია დღევანდელ რეალობასა და თანამედროვე მოთხოვნებს. მუზეუმში დაცული მდიდარი მასალის შესახებ პრემიერ-მინისტრს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ესაუბრა. არქეოლოგიურ მასალასთან ერთად, მუზეუმში პირველად არის წარმოდგენილი კოლხური ოქრომჭედლობის დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ. 

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. ვანის ნაქალაქარი მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია.

მუზეუმში ღარიბაშვილს ახლდნენ კაბინეტის წევრები: შს და განათლების მინისტრები (ვახტანგ გომელაური, მიხეილ ჩხენკელი).

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები