| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - ყოფილი ფინანსთა მინისტრი და უკვე IDS Borjomi-ს გენერალური დირექტორი, ივანე
მაჭავარიანი მოკრძალებული მინისტრი აღმოჩნდა.
მას
მის მოადგილეებზე ნაკლები თანამდებობრივი სარგო ჰქონდა მიღებული. მათ შორის, მაჭავარიანს,
მის ყოფილ მოადგილეზე და ახლანდელ მინისტრზე, ლაშა ხუციშვილზე ნაკლები ანაზღაურება
აქვს აღებული, 2019 წელსაც და 2020 წელსაც.
უნდა
აღინიშნოს, რომ 2020 წლის დეკლარაცია ჯერ მხოლოდ ლაშა ხუციშვილს და ივანე მაჭავარიანს
აქვს წარმოდგენილი და 2020 წელს ხუციშვილის ანაზღაურება მაჭავარიანის ანაზღაურებას
18.4%-ით აღემატებოდა. 2019 წელს სხვაობა უფრო დიდი იყო, 60.3%-ით მეტი.
სამუშაოს შესრულებიდან, 2020 წელს ლაშა ხუციშვილმა 69,600 ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო ივანე მაჭავარიანმა 58,800 ლარი.
|
პირი / იმდროინდელი თანამდებობა |
2019 წელი, |
სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული თანამდებობრივი
სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი |
|
ივანე მაჭავარიანი
|
58,800 |
8.5 |
|
ლაშა ხუციშვილი |
94,250 |
7.25 |
|
ცოტნე ყავლაშვილი |
94,250 |
7.25 |
|
ნიკოლოზ გაგუა |
94,250 |
7.25 |
|
გიორგი კაკაურიძე |
75,400 |
7.25 |
|
მიხეილ დუნდუა |
75,777 |
7.25 |
|
ზურაბ ძნელაშვილი |
65,634 |
7.25 |
2019 წელსაც და 2021 წელსაც საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის მიზნით საბაზო თანამდებობრივი სარგო ბიუჯეტით 1,000 ლარის ოდენობით განისაზღვრა. შედეგად, თითოეულის შემთხვევაში, თანამდებობრივი სარგო = კოეფიციენტი X 1,000 ლარზე.
გარდა
ამისა, საჯარო მოხელეები იღებენ „ფულად ჯილდოს“ უფლებამოსილების ზედმიწევნით და სანიმუშოდ
შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ანდა განსაკუთრებული
სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის წახალისების მიზნით.
ისინი
ასევე იღებენ სახელფასო დანამატს, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანდა დამატებითი ფუნქციების
შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენების, უქმე დღეს და მძიმე სამუშაო პირობებში
საქმიანობისათვის.
ჯილდოს
და დანამატის ზღვრებიც შესაბამისად განსაზღვრულია ბიუჯეტით.
ივანე
მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრი 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით იყო.
იქამდე კი მისი კარიერა Geocell-ში 21 წლიან სხვადასხვა პოზიციებს ითვლის.
ლაშა
ხუციშცილი კი აპრილიდან ფინანსთა მინისტრია, 2014 წლიდან კი ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss