ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თურნავამ გენდერული თანასწორობის საკითხები განიხილა
10 ივნისი, 2021, 20:01
თურნავამ გენდერული თანასწორობის საკითხები განიხილა

თბილიი (GBC) - ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის (ISET Policy Institute), აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმის (Free Network) და შვედეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით მიიღო. ნათია თურნავას განცხადებით, ქალების მონაწილეობის წახალისება სამეწარმეო და ეკონომიკურ საქმიანობაში მნიშვნელოვანია ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, რაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტია. მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია შრომის ბაზარზე ახალი შესაძლებლობების გაჩენის, განათლების წახალისებისა და პროფესიული გადამზადების მოქნილი და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების და სამეწარმეო საქმიანობაში ქალების უფრო მეტი ჩართულობის სტიმულირების კუთხით.

ნათია თურნავას თქმით,  საქართველოს პოლიტიკაში, განათლებასა და სხვა სფეროებში ქალთა წარმომადგენლობა საკმაოდ მაღალია, რასაც ვერ ვიტყვით ბიზნესში. მისი თქმით, განსაკუთრებულად გამოყო სამთავრობო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა ჩართულობის გასაზრდელად. მინისტრმა მოიყვანა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც საქართველოში 15 წლიდან 64 წლამდე ასაკის ქალთა ეკონომიკური აქტივობა 40,4 პროცენტს შეადგენს მაშინ, როდესაც კაცებში ეს მაჩვენებელი 62 პროცენტია. „ეს სტატისტიკური მაჩვენებელი ნათლად მიანიშნებს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ადამიანური კაპიტალის გამოყენების ზრდის მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკურ საქმიანობისა და სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებლის მატების კუთხით,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები