| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
საქართველოს ეროვნული ბანკის
(სებ) ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა 2020 წელს თავისი საქმიანობიდან 210,068
ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 6.5%-ით გაიზარდა.
მათ
შორის, მესტვირიშვილმა სებ-ის საბჭოს წევრობიდან 2020 წელსაც 61,152 ლარის შემოსავალი
მიიღო, იგივე რაც 2019 წელს.
2020
წელს მან 9.5%-ით გაზრდილი შემოსავალი მიიღო როგორც სებ-ის ვიცე პრეზიდენტმა.
მისი
მეუღლე კი ისევ ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს GMP ინსპექტორია და 2020 წელს
მცირედით (5.6%-ით) გაზრდილი შემოსავალი, 20,280 ლარი მიიღო.
საანგარიშო
წელს, მესტვირიშვილმა საკუთარ სიმამრს $10,000-ც აჩუქა.
სებ-ის
ვიცე პრეზიდენტს 2017-2022 ვადიანობის მოქმედი იპოთეკური სესხი აქვს, რომელზეც
2020 წელს მან 36,028 ლარით (70.6%-ით) მეტი გადაიხადა, ვიდრე 2019-ში.
სწორედ
2017-ში დაიწყო მესტვირიშვილის მეუღლემ მცხეთაში, სოფელ ჯიღაურაში 350 კვ.მ აგარაკის
მშენებლობა რაშიც 200,000 ლარი გადაიხადა. 2016 ში კი ჯიღაურაში 70,000 ლარად
2,500 კვ.მ მიწა შეიძინა.
იმ
წელს მესტვირიშვილმა თიბისი ბანკიდან 195,000 ლარიანი და 25,000
ლარიანი იპოთეკური სესხი აიღო. ორ წლიანი იპოთეკური სესხი 25,000 ლარის ოდენობით, მან
2018 წელსვე გადაფარა.
დარჩენილი,
მეორე იპოთეკური სესხის მომსახურებას კი 2017 წელს 25,800 ლარი, 2018 - ში 51,382 ლარი, 2019 - ში 51,031 ლარი, ხოლო 2020 წელს
კი 87,059 ლარი მოახმარა.
შედეგად,
ჯამში სესხის მომსახურებაზე მესტვირიშვილმა ამ პერიოდში უკვე 215,272 ლარი გადაიხადა.
მაშინ, როცა მესტვირიშვილმა იპოთეკური სესხი აიღო, მპ განაკვეთი 7% იყო.
2020 წლის განმავლობაში, რეფინანსირების განაკვეთი 8-9%-ის ფარგლებში მერყეობდა. დღეს კი უკვე 9.5%-ია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss