ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
„სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ პომპეის საგანძური ვანის მუზეუმში გამოიფინება
14 ივნისი, 2021, 17:30
„სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“  პომპეის საგანძური ვანის მუზეუმში გამოიფინება

თბილისი (GBC) - 2021 წლის ივლის-აგვისტოში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით  გამოფენა - „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ გაიმართება. საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ანტიკური სამყაროს ისტორიის  მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელსაც ახ. წ. 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის პომპეის ისტორია ეწოდება. მას შემდეგ, რაც 1748 წელს  პომპეის ისტორიის გაცოცხლება მისი აღმოჩენით დაიწყო, ის, როგორც კარგად შემონახული  ქალაქი, ანტიკური კულტურის  კვლევის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

 

2020 წელს, ათწლიანი სამუშაოების შემდეგ, განახლებული ვანის მუზეუმში „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ პირველი დროებითი გამოფენა იქნება.  მნახველს შესაძლებლობა ექნება იხილოს მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა  პომპეის არქეოლოგიური პარკიდან. ექსპოზიცია სპეციალურად მომზადდა საქართველოსთვის.

სიმბოლურია, რომ გამოფენას ვანი მასპინძლობს, რომელიც მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ გაიცნო სწორედ როგორც „ძველი კოლხეთის პომპეი“. Vani une Pompéi géorgienne ასე ეწოდება ოთარ ლორთქიფანიძის წიგნს, რომელიც 1995 წელს საფრანგეთში გამოიცა.  ვანი - ძვ. წ. VIII-I საუკუნეებში კოლხეთის სამეფოს მთავარი რელიგიური ცენტრი - ასევე სასტიკად იქნა განადგურებული, მაგრამ მტრის ხელით.  დღეს კი, ისევე როგორც პომპეიში, ვანის ნაქალაქარის ვრცელ ტერიტორიაზე განლაგებულ სატაძრო ქალაქის ნანგრევებს შორის სიარულით შეგიძლია დროში იმოგზაურო, ხოლო განახლებულ მუზეუმში წარმოდგენილი არქეოლოგიური არტეფაქტები ერთად გააცოცხლებენ ანტიკური სამყაროს ამ ორი გამორჩეული ქალაქის დიდებულ წარსულს.

გამოფენის მხარდამჭერია თიბისი. ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თიბისი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის პოპულარიზაციის მიზნით, მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას აგრძელებენ.  თიბისი უკვე მესამე წელია აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამეცნიერო, კულტურულ და საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან  და ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი სასარგებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც საზოგადოებას ახალი ცოდნის მიღების და მუდმივი აღმოჩენების კეთების საშუალებას თანამედროვე ფორმატების მეშვეობით აძლევს.

აღნიშნული გამოფენა ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. 2017-2019 წლებში საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იყო იტალიური რენესანსისა და ბაროკოს, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ეტაპების უმნიშვნელოვანესი ავტორების შედევრები: მიქელანჯელო ბუონაროტის, სანდრო ბოტიჩელის, ტიციან ვეჩელიოს, რაფაელ სანციოს, ლორენცო ბერნინის, მიქელანჯელო პისტოლეტოს, ჯორჯო დე კირიკოს და სხვათა ნამუშევრები. თბილისი (ახალი ) – გამყარებული ლარის პირველმა გაელვებამ ბაზარი ჯერ გაახარა. შემდეგ დააეჭვა და ბოლოს პანდემიის კრიზისის გაურკვევლობაზე უარეს  გაურკვევლობაში ჩააგდო. $1/3.07 -ზე ჩამოსული ლარი (ბლუმბერგზე ბოლო კვირას  $1 - ₾3.033 -ადაც ივაჭრებოდა) ახლა $1/₾3.2 -თან მიახლოებას  ცდილობს  და არავის უკვირს. ბოლო საანგარიშო კვირა კი  ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურებით დახურა.  აშშ დოლარი პარასკევს 3.147-დან 3.17-მდე გამყარდა.

ფინანსთა მინისტრმა 20/05- 5/06 -ის ლარის  დამაიმედებელი ტრენდი ექსპერტებმა 9.5%-ის (აპრილის ბოლოს გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი) ეფექტით და სავალუტო დაკრედიტების გაზრდით ახსნეს.

ფინანსთა მინისტრს საპარლამენტო საათზე ლარის სტაბილურობა პოლიტიკური კრიზის განმუხტვით და ეკონომიკის  გაჯანსაღების ახალი რეალობით ახსნა.  რაც მშპ-ს 45%-მდე ზრდამ განაპირობა. ზრდაა 2019-თანაც, 21%-ით. ფულადი შემოდინებები ზრდა  კი 145%-ია.

ფინანსთა მინისტრის თქმით, გაცვლით კურსზე აღნიშნული ფაქტორების პოზიტიურად ასახვა ბუნებრივია.  ქმნის ლარის სტაბილურობისთვის შესაბამის საფუძველს. რასაც ამყარებს პოლიტიკური სტაბილურობა.  რაც ზრდის ბიზნესის ნდობას მთავრობის ქმედებების მიმართ. ბიზნესის  პოზიტიური განწყობები კი  გადაეცემა ეკონომიკურ ფაქტორებს, რაც მოქმედებს $/₾ გაცვლით კურსზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები