ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მატარებლის მგზავრები „საბას“ ბიბლიოთეკით სარგებლებენ
14 ივნისი, 2021, 13:40

თბილისი (GBC) - აქ.ახლა ელექტრონული წიგნის პლატფორმა „საბა“ და ბილეთების ონლაინ პლატფორმა TKT.GE 15 ივნისიდან მგზავრებს არა მარტო საქართველოში, არამედ ლიტერატურულ სამყაროში უსასრულო მოგზაურობასაც ჰპირდებიან. ხვალიდან ნებისმიერი მგზავრი, რომელიც TKT.GE-ზე მატარებლის ბილეთს შეიძენს ნებისმიერი მიმართულებით,  „საბას“ ბიბლიოთეკის 1 თვიან პაკეტს მიიღებს, რაც ნიშნავს, რომ მას 6 500-ზე მეტ ელექტრონულ და ხმოვან წიგნთან ულიმიტო წვდომა ექნება.
ხშირად მგზავრობა მოსაწყენ, დამღლელ და გაწელილ პროცესად გვეჩვენება, თუმცა ხვალიდან ის ბევრისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება. იდეა პანდემიური რეალობიდან გამომდინარე გაჩნდა. მაშინ, როცა ჩვენი გადაადგილების მარშრუტი უფრო მეტად შეზღუდულია, ვიდრე აქამდე იყო, ლიტერატურა  თავგადასავლებისა და მოგზაურობის ულიმიტო სივრცედ რჩება. ახალი ამბები და თავგადასავლები კი არავისთვის არ არის ისეთი საინტერესო, როგორც ადამიანისთვის, რომელიც თავად მიდის სამოგზაუროდ და თავგადასავლების საძიებლად.შეგახსენებთ,  რომ „საბასისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია  „საბასდაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლისაბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმასაბკულტურადა მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია SABA Reader-. დღესდღეობითსაბასბიბლიოთეკაში 6500-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

რაც შეეხება TKT.GE-, იგი კავკასიაში ონლაინ ბილეთების ყველაზე დიდი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს ქმნის. ქართული პლატფორმა დღეისათვის 450,000 -ზე მეტ ერთგულ  მომხმარებელს სთავაზობს კინოს, სპორტის, თეატრების, ოპერის, კონცერტების, ფესტივალების, მატარებლისა და ავია ბილეთების შეძენას ელექტრონული ფორმით.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები