ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კომპანიების სესხების 15% კვლავ საშეღავათო პერიოდით სარგებლობს
16 ივნისი, 2021, 12:58
კომპანიების სესხების 15% კვლავ საშეღავათო პერიოდით სარგებლობს

თბილისი (GBC) - 1Q21-ის მდგომარეობით კომპანიების ადგილობრივი ვალი მშპ-ს 40%-ზეა ხოლო მთლიანი ვალი რაც ასევე მოიცავს საგარეო ვალს, მშპ-ს 67%. 


საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ვალის ზრდაზე გავლენა იქონია ერთი მხრივ ეკონომიკურმა შენელებამ, მეორე მხრივ ლარის გაცვლითმა კურსმა.  


სებ-ის აზრით, ეს დროებითი ხასიათისაა და მნიშვნელოვან საფრთხეებს არ შეიცავს. 


“მოსალოდნელია, რომ ეკონომიკის გაჯანსაღებასთან ერთად გაიზრდება კომპანიების შემოსავლები და ვალი უფრო მდგრად დონეზე შენარჩუნდება”, - ვარაუდობს ლეჟავა. 


მისივე თქმით, პანდემიამ განსაკუთრებული გავლენა იქონია მცირე და საშუალო ბიზნესზე, სამასპინძლო ბიზნესზე და უძრავი ქონების სექტორზე. ასევე, პანდემიის გავლენა დისპროპორციულად მაღალი იყო შინამეურნეობებზე, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ ძირითადად ტურისტული მიმართულებით. 


ბანკებმა კომპანიებს გადაუვადეს სესხები, ამან შედარებით შეამსუბუქა მათი გაზრდილი ტვირთი. ამ პროცესს ხელი შეუწყო სებ-ის მიერ ამოქმედებულმა ახალი ლიკვიდობის ინსტრუმენტებმა, რამაც დამატებითი ლიკვიდობა გააჩინა ბაზარზე. “რა თქმა უნდა, ბანკების როლიც არანაკლები ოყო, მათ საშეღავათო პერიოდი მისცეს კონპანიებს, რამაც მათ გაუიოლა სესხის მომსახურება და ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო მთავრობის როლიც, რომელმაც აამოქმედა მიზნობრივი სექტორული მხარდაჭერის პროგრამები და ამ კრიზისის გადაგორებაში დაეხმარა ეკონომიკას”. 


ლეჟავას ცნობით, დღეის მდგომარეობით, სესხების დაახლოებით 15% სარგებლობს კვლავ სესხის საღეღავათო პერიოდით. 


მიუხედავად გაჯანსაღების ნიშნებისა, სებ-ის ვიცე პრეზიდენტი ამბობს, რომ რისკები ნარჩუნდება, მათ შორის მთავარი რისკია პანდემიის დამარცხებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა. მნიშვენლოვან რისკს ასევე წარმოადგენს კომპნიების დოლარიზაცია, რომელიც არ არის სათანადოდ ჰეჯირებული. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები