ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად შრომობს
17 ივნისი, 2021, 14:39
დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად შრომობს

თბილისი (GBC) - ოჯახში დასაქმებულების შრომითი უფლებები საქართველოში - გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ISET-მა ახალი კვლევა წარადგინეს

საქართველოში ოჯახში დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად, კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს, თუმცა, არ არსებობს მონაცემები, ეს შრომა ანაზღაურებადია, თუ არა. ოჯახში დასაქმებულების 96% წერილობითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობს, რაც ზეგანაკვეთური შრომისთვის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნას ართულებს. ხელშეკრულების არარსებობაკრიზისის, მაგალითად, პანდემიის დროს, დახმარებისა და ბენეფიტების მიღებასაც აფერხებს. 

კვლევის ეს შედეგები, სხვა მონაცემებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 1 წარადგინეს. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ნეგატიურ გავლენაზეც, რომელიც პანდემიამ ოჯახში დასაქმებულთა სამუშაოზე მოახდინა. შეზღუდვებისა და დამსაქმებლებში ვირუსის მიმართ არსებული შიშის გამო, მათმა უმრავლესობამ ან საარსებო სახსრები დაკარგა, ან შემცირებულ ანაზღაურებას იღებს. 

ოჯახში დასაქმებულთა უმეტესობას ქალები წარმოადგენენ. ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ და ეკონომიკაშიც დიდი წვლილი აქვთ, თუმცა მათი შრომა სათანადოდ დაფასებული არ არის. ოჯახში დასაქმებულები, რომლებიც არაფორმალური ეკონომიკის ნაწილს წარმოადგენენ, ნაკლებად სარგებლობენ სოციალური დაცვის იმ მექანიზმებით, რომლებიც ფორმალურად დასაქმებულებისთვის კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. ამას გარდა, სავარაუდოა, რომ ოჯახში დასაქმებულებისთვის ღირსეული სამუშაო პირობები და უფლებები ნაკლებადაა დაცული, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ ისინი სასამართლოს, სახალხო დამცველს ან შრომის ინსპექციას არ მიმართავენ.

კვლევამ ოჯახში დასაქმებულთა შრომითი უფლებების რეგულირების სავარაუდო ზეგავლენა და პერსპექტივებიც შეისწავლა. საბოლოოდ, მისმა შედეგებმა ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს, რათა საქართველო შეუერთდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189-ე კონვენციას ოჯახში დასაქმებულების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი ყველასთვის ღირსეულ შრომასა და ოჯახში დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას ემსახურება. 189-ე კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია ოჯახში დასქმებულთა უფლებების დასაცავად. 

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ქალთა არაფორმალური შრომის, კერძოდ, ოჯახში დასაქმებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, კონვენციის რატიფიცირებისა ადვოკატირებასა  და შესაბამისი რეკომენდაციების  განხორციელების მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს. 

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდის (ADC) დაფინანსებით ჩატარდა.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები