ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკების მოგება მლრდ-ს უახლოვდება
მარიამ გვენცაძე
17 ივნისი, 2021, 16:04
ბანკების მოგება მლრდ-ს უახლოვდება

თბილისი (GBC)საბანკო სექტორი 01.06.2021-ისთვის 765 მლნ მოგებაზე გადის.  უფრო მეტი აქვს, ვიდრე პანდემიურ 5 თვეში ზარალი ჰქონდა (01.06.2020  - 613 მლნ).

წელს ბანკების სოლიდურ მოგებაზე გასვლას ელიან , პანდემიურ  2020 -ში  99 მლნ-მდე კლების შემდეგ. ტემპი თუ შენარჩუნდა, ბანკების მოგება ეკონომიკის ზრდას (მთავრობის ბოლო განახლებული პროგნოზი  +6.5%Y.Y) >100-ჯერ გადააჭარბებს. ₾1 მლრდ-ის მოგებაზე გასვლის დაშვებით, წლიური ზრდა 910% -ს (Y.Y) მიაღწევს.

„2019 წლის მაჩვენებელს გავუსწრებთ თუ არა დრო გვიჩვენებს, რადგან წინ კიდევ შემოდგომის კრიზისული პერიოდი გველოდება, თუმცა მოლოდინებით გათვლილია“, - განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ .

2019 ლის 853 მლნ ლარის შემდეგ, მოგება, 2020-ში,  საბანკო სექტორს  99 მლნ-მდე  შეუმცირდა, პანდემიური მარტის 1 მლრდ -მდე ზარალის შედეგად. ხომ გახსოვთ, სებ-მა სექტორს ₾1.1 მლრდ ნამეტი რეზერვი შექმნევინა და ყველა ბანკი გამინუსდა

 „მოგების მასშტაბურობა გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით. 1) გასულ წელს რეზერვები იყო კონსერვატიულად გატარებული, I კვარტალში, საბანკო სექტორში, 1 მლრდ-მდე ზარალი დააგენერირდა. 2) არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სექტორმა რეალურად აღადგინა აქტივობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ  სტაბილური რეგენერაციის პროცესში, მზად ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობისთვის.  საბანკო სექკორის პოზიტიური მაჩვენებლები ცალსახად უნდა განვიხილოთ ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან როგორც იცით საკმაოდ დიდია საბანკო სექტორი და ასახავს კიდევაც ეკონომიკურ მდგომარეობას“ - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები