ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
იმოქმედე კლიმატისთვის - СENN
18 ივნისი, 2021, 14:28
იმოქმედე კლიმატისთვის - СENN

თბილისი (GBC) -საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტი ადგენს კლიმატის ცვლილების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებისათვის 2021 წლიდან 2030 წლამდე პერიოდს, ინდივიდუალური შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრის გზით რაც თითოეული სექტორისთვის გაწერილი მიზნების მიღწევას განაპირობებს (2015 წელს, სათბურის აირების მთლიან ემისიებში ტრანსპორტის სექტორიდან სათბურის აირების გაფრქვევათა წილმა, დაახლოებით, 14% შეადგინა).

საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად  საქართველო გეგმავს, 2030 წლისთვის, 15%-ით შეარბილოს სათბურის აირების ემისიები სატრანსპორტო სექტორში საბაზისო დონის საფუძველზე გაკეთებულ პროგნოზებთან მიმართებით.

არსებობს სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვის შემცირების რამდენიმე გზა

·         ავტომანქანის ნაცვლად გამოიყენე ველოსიპედი და იარე ფეხით, რაც დადებითად მოქმედებს ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობაზე და ამავე დროს ზოგავს ფულს.

·         დიდ მანძილზე გადასაადგილებლად ისარგებლე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან ავტომანქანების გაზიარების სქემებით.

თუ ავტომანქანის გამოყენება აუცილებელია


·         განიხილე დიზელზე ან ბენზინზე მომუშავე ავტომანქანის ელექტრო ან ჰიბრიდულ მოდელზე გადაცვლის შესაძლებლობა.

·         გაჩერებისას გამორთე ძრავა.

დარწმუნდით, რომ საბურავები ბოლომდეა გაბერილი, ხოლო ჟანგბადის სენსორები კარგ მდგომარეობაშია - ეს ზრდის მანქანის გარბენს და ეფექტიანობას  3% და 40% -ით, შესაბამისად.

"იმოქმედე კლიმატისთვის" - CENN ევროკავშირის მხარდაჭერით  ახორციელებს  საქართველოს კლიმატის პროგრამას, რომელიც ჩართულია ევროკავშირის მწვანე კვირეულში

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები