ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პანდემიამ ბეტონის წარმოება ვერ შეაფერხა
21 ივნისი, 2021, 11:39
პანდემიამ ბეტონის წარმოება ვერ შეაფერხა

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად, ბეტონის ფილების მწარმოებელ საწარმო „ლეგის“ ესტუმრა.

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის დახმარებით, ბეტონის ნაკეთობების მწარმოებელმა კომპანიამ შპს ,,ნეოსტარმა“ 2019 წელს თბილისში ახალი საწარმოს აშენება და უახლესი ევროპული მაღალ-ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვა შეძლო.

საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ფილებს, საბორტე ქვებსა და სამშენებლო ბლოკებს აწარმოებს. ამასთანავე, კომპანია საკუთარ მომხმარებელს Colormix ტექნოლოგიას სთავაზობს, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. მას ფილის ზედაპირის დამზადება სხვადასხვა ფერის შერწყმით შეუძლია.

ნათია თურნავას განცხადებით, საწარმოში, რომელიც უკრაინული ინვესტიციითაა შექმნილი,  50 ადამიანია დასაქმებული.  საინვესტიციო ვალდებულებით კომპანიას ტერიტორია ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით  სიმბოლურ ფასად გადაეცა. კომპანიამ საწარმოში 15 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

„პანდემიის მიუხედავად, საწარმო სრულად ფუნქციონირებს და  ადგილობრივ ბაზარს მაღალი ხარისხის პროდუქციით, მათ შორის მოსაპირკეთებელი ქვით და სამშენებლო ბლოკებით ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ საწარმოს საკუთარი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორია აქვს, რათა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი ევროკავშირის სტანდარტების შესატყვისი იყოს. კომპანია მომავალში გაფართოებას აპირებს  და მომავალშიც დავუდგებით გვერდში ისევე, როგორც სხვა ასობით ქართულ საწარმოს.  თითოეული ასეთი საწარმო ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი ადგილობრივი წარმოების  გაძლიერება, ადგილობრივი ადამიანების დასაქმება და ჩვენი საინვესტიციო პოტენციალის განმტკიცებაა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები