ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ასტრა-ზენეკით აცრილები აუცრელნი დარჩნენ
22 ივნისი, 2021, 11:38
ასტრა-ზენეკით აცრილები  აუცრელნი დარჩნენ

თბილისი (GBC) - 1 250  პირს, ვინც  ასტრა-ზენეკას ვაქცინით  უნდა აცრილიყო, ქვეყნის მთავარი, ექიმი ბოდიშის მოხდით, სინოვაკით ჩანაცვლებას სთავაზობს, ან მოცდას. 

ამირან გამყრელიძის თქმით, 43 000 დოზა ვაქცინის შეფერხებაზე 22 ივნისს გამთენიისას გაირკვა. თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში მე-2-ჯერად  აცრაზე მისულ პაციენტებს, ვაქცინაციის ცენტრში, დაჟინებით ურჩევდნენ, რომ რამდენიმე კვირა მოეცადა, რადგან  I  და II  აცრას შორის ინტერვალი  ვაქცინის მოქმედებისთვის უკეთესი იქნებოდა და ბევრმა გადავადება აირჩია. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი  პირობას დებს, 1 -ჯერ ვაქცინირებულს,  12 კვირაზე მეტი ვადით  მე-2  აცრა არ გადაუვადდება. 

ამ დროისთვის 2 ჯერადი აცრა 84 786 პირს აქვს ჩატარებული. ასტრა-ზენეკით მე-2-ჯერ აცრა 1 600 რეგისტრირებულს უწევს.

ნოვავაქსი შემოდგომამდე არ შემოვა, ჯონსონი და ჯონსონი, სავარაუდოდ უფრო ადრე  და  ვაქცინის დიდი არჩევანი, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რამდენიმე კვირის  განმავლობაში აანონსებდა,  4 ვაქცინით შემოიფარგლება ( სინვაკი, სინოფარმი, ასტრა-ზენეკა და ფაიზერი). ივლისში სულ, 1 000 000 დოზა შემოვა. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები