ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დუნდუა საქართველოს დაწინაურებაზე
22 ივნისი, 2021, 14:35
დუნდუა საქართველოს დაწინაურებაზე

თბილისი (GBC) - მდგრადი განვითარების რეიტინგში, საქართველომ კორპორაციული გადასახადების ტვირთის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, -  აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ 2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგების შეფასებისას.

მისი განცხადებით, კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიში, პოზიტიური გზავნილია ინვესტორებისთვის.

„ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა მდგრადი განვითარების ინდექსი, რომელსაც კემბრიჯის უნივერსიტეტი აქვეყნებს. ეს არის სამაგიდო წიგნი ინვესტორებისთვის და მნიშვნელოვანი ინდიკატორი, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა, რამდენად ასრულებს იგი მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელიც მსოფლიოში გაეროს მიერ არის დასახული. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია განათლების სფეროში. კვლევის შეფასებით, საქართველო „ხარისხიანი განათლების“ მაჩვენებლით, მსოფლიოს 165 ქვეყნის რეიტინგში 30 და ევროპის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც მდგრადი განვითარების მიზანი მიღწეულია. მნიშვნელოვანია წარმატება ფინანსური მართვისა და მაკროეკონომიკური განვითარების კუთხით, ისეთ პარამეტრში, როგორიცაა - კორპორაციული გადასახადების ტვირთი, სადაც საქართველომ მსოფლიოში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. საკუთრების უფლების დაცვის მიმართულებით, ევროპის საუკეთესო ოცეულში, მე-14 ადგილზეა. გაუმჯობესებაა მთელ რიგ სხვა პარამეტრებში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ბუნებრივია, ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელსაც რეიტინგში რამდენიმე ადგილით დაწინაურდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები