ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი ₾100 000 საგრანტო პროგრამის მნიშვნელობაზე
23 ივნისი, 2021, 17:09
მინისტრი ₾100 000 საგრანტო პროგრამის მნიშვნელობაზე

თბილისი (GBC) - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, რომელიც მეშვიდედ გამოცხადდა, მნიშვნელოვანი ბერკეტია სახელმწიფოს ხელში, რითიც ვეხმარებით საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  საგრანტო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  ქართული სტარტაპები უკვე ძალიან კონკურენტუნარიანები არიან გლობალურად და გვაქვს წარმატებული მაგალითები, სადაც ჩვენმა სტარტაპებმა სახელმწიფოს დაფინანსების შემდეგ მოიზიდეს კერძო ინვესტიცია სილიკონ ველზე, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან.

„ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროში გლობალურად ჩვენ უკვე ვართ მაღალ დონეზე და ძალიან მაღალკონკურენტუნარიანები. მინდა ვუსურვო წარმატება ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ჩვენს კონკურსებში და მინდა მადლობა გადავუხადო მათ მიზანსწრაფულობისთვის.  აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დახმარებისა და საკუთარი ნიჭიერების შედეგად ქართული სტარტაპები  მსოფლიო აღიარებას მოიპოვებენ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე მოუწოდა ქართველ ინვესტორებს, ვინც უკვე დაიწყო ინვესტირება ახალ იდეებში, სტარტაპებში უფრო მეტი ინვესტიცია გაიღონ ჩვენი მომავლის სასარგებლოდ.

„ეს არის ჩვენი მომავალი, ეს არის ისეთი ღირებული იდეები, რომელიც მოთხოვნადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამას მოწმობს თუნდაც ბოლო შემთხვევები, როცა ჩვენი სტარტაპები პოულობენ ათობით მილიონის ინვესტიციას საზღვარგარეთ. მინდა, რომ მეტმა ქართველმა ინვესტორმა დააბანდოს თანხები საქართველოს მომავალში, ახალ იდეებში, ახალ სტარტაპებში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ექვსი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 115 სტარტაპი დაფინანსდა. თითოეულ მათგანს 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა. პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები