ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკმა ოლიმპიური დღე აღნიშნა
23 ივნისი, 2021, 17:23
საქართველოს ბანკმა ოლიმპიური დღე აღნიშნა

თბილისი (GBC) - საერთაშორისო ოლიმპიური დღის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ოლიმპიური დღე ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად აღნიშნა.

ოლიმპიური დღის კვირეულის ფარგლებში ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე  დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით,  ოლიმპიური პრიზიორები და სპორტის მოღვაწეები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტმა სპორტსმენებმა  ლიცენზიანტთა სპეციალურ დაფაზე მოაწერეს ხელი.

საერთაშორისო ოლიმპიური დღე ოლიმპიური გარბენითაც აღნიშნა.  გარბენი ოლიმპიურ პარკში მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა 120-მდე სასკოლო ასაკის ბავშვმა მიიღო, როგორც თბილისის დევნილთა, ასევე კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული საჯარო სკოლებიდან.

 გარბენის თითოეულ მონაწილეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი გადაეცა, საუკეთესო სამეული კი სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდა.

 ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლიდან უწევს და აგრძელებს  ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები