ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ი USAID-თან პარტნიორობით მცირე მეწარმეებს ეხმარება
24 ივნისი, 2021, 11:43
BOGG-ი USAID-თან პარტნიორობით მცირე მეწარმეებს ეხმარება

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკს და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის მემორანდუმი მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაფორმდა. მც/საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა კომპანიებს დარგის ექსპერტებთან ინდივიდუალური კონსულტაციების შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა საკითხებზე: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვ.

"მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მსუბუქი მრეწველობის განვითარებას და ხელი შევუწყოთ კომპანიებს სამომავლო ზრდასა და განვითარებაში. პროგრამაში მონაწილე კომპანია საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ბიზნგეგმას შეიმუშავებს, როგორც ექსპორტის განვითარები, ფინანსური მართვის და ინვესტიციების ათვისების, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ პროექტის ფარგლებში შერჩეულ თითოეულ კომპანიას, ჩვენ კი ვაგრძელებთ ამ და სხვა პროექტებით ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

 „მოხარულები ვართ რომ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორობას ვიწყებთ საქართველოს ბანკთან ერთად, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებისა და მათი ბიზნესის განვითარების მიმართულებით.  BizLink კლინიკა არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალო შესაძლებლობების შეთავაზება, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს სთავაზობს პრაქტიკულ მომსახურებას, მათ შორის საბაზრო კავშირებს, საერთაშორისო სტანდარტებზე წვდომას და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობებს. კლინიკა BizLink არის ერთ-ერთი იმ ინიციატივათა შორის. რომლის საშუალებითაც USAID– ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უზრუნველყოფს ეკონომიკის სექტორებში დროულ, პრაქტიკულ დახმარებას, მაღალკვალიფიციური კადრის დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშწყობას“ - აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.

პროგრამა იმ ბიზნესებისთვისაა განკუთვნილი, ვისი საქმიანობაც მოიცავს: სამშენებლო მასალების; ავეჯის / სათამაშოების წარმოებასა და დიზაინს; მყარი ნარჩენების გადამუშავებას; შესაფუთი მასალების/ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები