| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
მშენებლობის ღირებულების
ინდექსი 1.6%-ით შემცირდა (q.q).
აღნიშნული
ცვლილება, საქსტატის განმარტებით, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 19.7%-იანი კლებით
(q.q), რამაც -6.05%-ული
პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
მიუხედავად
იმისა, რომ კვარტალურად მშენებლობის გაძვირება დასაქმებულთა შემცირებამ შეაკავა, y.y
მშენებლობის ღირებულების
ინდექსი 8.69%-ით გაიზარდა.
ინდექსის
ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 15.9%-იანი ზრდით
(y.y), რაც 9.16%-ული პუნქტით
აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. სამშენებლო მასალების ფასი q.q 7.3%-ით გაიზარდა.
უფრო
ზუსტად, მშენებლობის სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური
ხელფასი 1Q21-ში 1,664.5 ლარი იყო, რაც y.y
2.3%-ით შემცირდა, q.q
კი 19.3%-ით.
პანდემიამდელ
პერიოდამდე, 2019 წლის 1Q-სთან შედარებით მშენებლობის სექტორში საშუალო ხელფასი 7%-ითაა გაზრდილი.
მშენებლობის
სექტორში ჯამში 1Q21-ში
56,174 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც y.y 5.1%-ით, ხოლო q.q 17.1%-ითაა შემცირებული.
კლება
ძირითადად ბინებისა და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობაში დასაქმებულ პირვებზე
მოდის. სადაც 1Q21-ში
27,470 პირი მუშაობდა, y.y კლება 5.5%, ხოლო q.q კლება 24.8%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss