ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბაზისბანკის შვილობილი კომპანია ბბ ლიზინგი მოგებით ბაზრის ლიდერია
25 ივნისი, 2021, 11:49
ბაზისბანკის შვილობილი კომპანია ბბ ლიზინგი მოგებით ბაზრის ლიდერია

თბილისი (GBC) - ბაზისბანკის შვილობილი კომპანია ბბ ლიზინგი 2020 წლის ბოლოს შედეგებით 837 ათას ლარიან მოგებაზეა. სალიზინგო ბაზრის შედარებით ახალი მოთამაშისთვის, მაშინ, როდესაც კომპანიების დიდი უმრავლესობა ზარალზეა, საკმაოდ კარგი შედეგია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, წარმატების საიდუმლო თითოეული მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ ინდივიდუალურ მიდგომასა და მათთვის ლიზინგის საუკეთესო პირობებით შეთავაზებაშია.

ბბ ლიზინგი მომსახურებას სთავაზობს როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს.  კომპანიის მიზანია, პასუხისმგებლიანი დაფინანსების გზით მიაწოდოს მომხმარებელს სალიზინგო პროდუქტები და მისცეს მათ ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა, ასევე,  გაუმჯობესოს არსებული მატერიალური მდგომარეობა და შექმნას უფრო მეტი კომფორტი. აქვე აღსანიშნავია, რომ ბბ ლიზინგი არ აფინანსებს სალომბარდე შინაარსის განაცხადებს.

პოსტპანდემიურ პერიოდში, ფინანსური მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, შესაბამისად, ბბ ლიზინგი მაქსიმალურად აქტიური იქნება ამ მიმართულებითაც, რითიც საკუთარ წვლილს შეიტანს ეკონომიკის რეაბილიტაციაში.

რაც შეეხება ბბ ლიზინგის სამომავლო გეგმებს, წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს  პოტენციურ მომხმარებელში ცნობადობის მეტად გაზდას და ბაზარზე მყარად პოზიციონირებას, როგორც საუკეთესო ფასისა და  მოქნილი სერვისის მიმწოდებელი სალიზინგო კომპანია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები