| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძის განცხადებით, საპენსიო მომსახურებაზე კონტრაქტის შესაწყვეტად მან მთავრობას ჯერ კიდევ 2019 წელს მიმართა და სთხოვა მომსახურედ, სხვა ბანკი შერჩეულიყო, ვინაიდან ეს მათთვის წამგებიანი ქეისია.
თავის მხრივ მთავრობამ რუხაძეს დრო სთხოვა, რათა სხვა ბანკებს ჰქონოდათ შესაძლებლობა მომზადებულიყვნენ.
რუხაძის თქმით, ახალი ტენდერი ორი დღის წინ უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა უახლოეს მომავალში გამოცხადდება და ტენდერში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.
მეტიც, რუხაძე დარწმუნებულია, რომ ტენდერში გაიმარჯვებენ, მაგრამ არა იმ პირობებით რაც აქამდე იყო, არამედ ახალი პირობების შესაბამისად.
ლიბერთის აქციონერმა ირაკლი რუხაძემ, სახელმწიფოსთან 2011 წელს გაფორმებული კონტრაქტის სიმახინჯეზე და ვადამდე შეწყვეტის მზაობაზე ხუთშაბათს განაცხადა.
ლიბერთის ფინანსურ მონაცემებზე დეტალები იხილეთ ბმულზე: http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=119781
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss