| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბანკებმა დაკრედიტება გაზარდეს. მაისში, წლიური ზრდა 1.5%პ-ით, 11.4% (Y.Y) -მდე დაჩქარდა, ყველა სეგმენტში, მათ შორის ყველა მეტად MSME -ის, წლიურ (Y.Y)17.5%-მდე (+1.8%პ).
ამავე პერიოდში, საცალო და კორპორატიული დაკრედიტების ზრდის ტემპიც აჩქარდა და, შესაბამისად, 11.5% და 6.0% შეადგინა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით).
ვალუტების ჭრილში, ლარში სესხები18 მლრდ ლარს ( +26.1%Y.Y), უცხოურ ვალუტაში 21.5 მლრდ ლარის ( +8.6% Y.Y) ექვივალენტს შეადგენს.
ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა 0.3%პ-ით (m.m) გაიზარდა - ლარის სასესხო განაკვეთი 0.4 %პ-ით (m.m), სავალუტო კი +0.1 %პ-ით (m.m).
დეპოზიტებზე ს - TBC Capital-ის მოანცემებით, საბანკო დეპოზიტების მოცულობა 2021 წლის მაისში წ/წ 22.1%-ით გაიზარდა და 36.2 მლრდლარს გაუტოლდა.
ლარის და სავალუტო დეპოზიტების სარგებელს შორის სხვაობა, თვის დინამიკაში, 0.9%პ-მდეა გაზრდილი. რაც ეროვნულ ვალუტაში განაკვეთის m.m 0.82%პ-ით და უცხოურ ვალუტაში m.m 0.04%პ-ით კლებამ განაპირობა.
ლარის დეპოზიტებმა - 14.1 მლრდ (y.y +37.4%), ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებულმა დეპოზიტებმა 22.9 მლრდ ლარის ექვივალენტი (y/y +13.7% ) შეადგინა. შედეგად, ლარის დეპოზიტების წილი მთლიან დეპოზიტებში 39.2% იყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss