ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ინოვაციების ბანაკი ფინანსური განათლების ხელშესაწყობად
28 ივნისი, 2021, 19:07
ინოვაციების ბანაკი ფინანსური განათლების ხელშესაწყობად
თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუსთან" და "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოსთან" ერთად, ორდღიან ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა.  

წლევანდელი ბანაკის თემა იყო - "ინოვაციები ფინანსურ განათლებაში", რომელიც ძირითადად ფინანსური განათლების კუთხით არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა. ღონისძიება ონლაინ ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს რეგიონების 15-დან 18 წლამდე ასაკის 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო.

ინოვაციების ბანაკი ფინანსური განათლების თემაზე იდეების ინტენსიური გენერირების ორდღიანი ღონისძიებაა, სადაც მოსწავლეები კონკრეტულ ბიზნეს გამოწვევებზე მუშაობენ და ამ გამოწვევებთან გამკლავებას ეფექტიანი და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით ცდილობენ.

პროექტის დასაწყისში, მონაწილეებს ფინედუ-ს გუნდისგან საგანმანათლებლო ლექცია ჩაუტარდათ, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა ფინანსური განათლების არსისა და მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს. შემდგომ, მათ მიეცათ სიტუაციური დავალება, რომლის გადაჭრის გზებზეც დღის განმავლობაში გუნდურად იმუშავეს. შეზღუდული დროის მიუხედავად, მოსწავლეებმა  საინტერესო იდეები წარმოადგინეს.  მონაწილეებს საბანკო-საფინანსო სექტორის მოწვეულმა ექსპერტებმა კონსულტაციები გაუწიეს.

ღონისძიების დასასრულს, მონაწილე გუნდებმა პრეზენტაციები წარადგინეს, რის საფუძველზეც კომპეტენტურმა ჟიურიმ  გამარჯვებული გუნდის გამოვლენა შეძლო. პროექტის გამარჯვებულებსა და ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები და (123 ქვეყანაში აღიარებული)  სერტიფიკატები გადაეცათ.

"ახალგაზრდების ფინანსური განათლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის და ამ მიმართულებით მუდმივად ტარდება სხვადასხვა ღონისძიება. მოხარული ვართ, რომ წელს, უკვე მეოთხედ, მოგვეცა შესაძლებლობა განხორციელებულიყო ერთობლივი ბანაკი, რომლის დახმარებითაც ახალგაზრდებში ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ესოდენ მზარდი ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაღვივდა. ვფიქრობ, ბანაკის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებს სამომავლოდ პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ამასთან, მათ მიერ გენერირებული იდეები სასარგებლო იქნება ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისა და სებ-ის მიერ ფინანსური განათლების კუთხით სამომავლო პროექტების შემუშავების პროცესში", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.  

პროექტი განხორციელდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში, ხუთი კომერციული ბანკის - თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზის ბანკი, კრედო ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისი-ს თანადაფინანსებითა და ჩართულობით. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები