| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. EBRD-ის პროგნოზი რამდენიმე პროცენტული პუნქტით ჩამორჩება მთავრობის გეგმას 6.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. 5.5%-მდე ზრდის დაჩქარებას ბანკი 2022 წელს ელის. ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად EBRD კვლავ ტურიზმის სექტორს მიიჩნევს, ხოლო რისკად ვაქცინაციის ტემპს.
EBRD–ის მთავარმა ეკონომისტმა ბეატა ჯავორციკმა აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ განახლებული პროგნოზები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, დიდ გაურკვევლობას იწვევს კოვიდის დელტა ვარიანტი, რაც განსაკუთრებით დიდ რისკებს უქმნის იმ ქვეყნებს, რომლებმაც ვაქცინაციის პროცესი შედარებით ნელია და ეკონომიკა დამოკიდებულია საერთაშორისო ტურიზმზე. 2020 წლის სურათი სხვადასხვაგვარია. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ევროპისა და ბალტიის რამოდენიმე ქვეყანას კარგი მაჩვენებელი ქონდა ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მოწინავე ეკონომიკასთან შედარებით, საქონლის ექსპორტის საგრძნობი ზრდის წყალობით, ტურიზმზე ძლიერ დამოკიდებულმა ქვეყნებმა საგრძნობი ზარალი განიცადეს. ქვეყნები, რომლებიც პანდემიამდეც რთული რთული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე იდგნენ, კოვიდ-19-ის დროს კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩდნენ.”
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss