ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მოსახლეობა დანაზოგს ვერ აკეთებს
29 ივნისი, 2021, 16:39
მოსახლეობა დანაზოგს ვერ აკეთებს

თბილისი (GBC) ISET-ის რესპოდენტების მხოლოდ 6% თვლის, რომ ბოლო 12 თვეში მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა. 35.2% ამბობს რომ არ შეცვლილა. 38.7% მიიჩნევს, რომ მცირედით გაუარესდა, 18.6% კი ამბობს რომ საგრძნობლად.

მოსახლეობის განწყობა პოზიტიურისკენ იცვლება. ISET-ის მიმდინარე მდგომარეობისა და მოლოდინების ინდექსი მაისში გაუმჯობესდა. მიზეზად ეკონომიკური აქტივობის აღდგენა და მაღალი ეკონომიკური ზრდა (აპრილი +48%) სახელდება. თუმცა,  ISET-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა თვლის რომ მომდევნო 1 წლის განმავლობაში დანაზოგის გაკეთებას ვერ შეძლებს. მომდევნო 12 თვის განმავლობაშის დაზოგვის შესაძლებლობას მხოლოდ 7.2% ხედავს.88.3% მიიჩნევს, რომ ვერ შეძლებს 3.7%-ს პასუხი უჭირს. 

რესპოდენტების 13.2% ამბობს რომ მისი ოჯახი ვალებშია და მხოლოდ 2.9% პასუხობს, რომ მცირედი დანაზოგის გაკეთებას ახერხებენ.

რესპოდენტების 45% -ის აზრით, ახლა დანაზოგის გასაკეთებლად სახარბიელო ეკონომიკური სიტუაცია არ არის. 30%-სთვის თანხის დასაზოგად კარგი დროა. 16% -ის აზრით დანაზოგისთვის „ძალიან ცუდი დროა“.

გამოკითხულთა უმრავლესობა - 48% არც საყიდლებისთვის მიიჩნევს არსებულ სიტუაციას სახარბიელოდ. 43%-სთვის შენაძენისთვის ახლა არც ცუდი და არც კარგი პერიოდია.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები