| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
Georgia Capital (GCAP) განცხადებით, მისმა 100% შვილობილმა კომპანია,
Georgia Healthcare Group-მა დღეს მიიღო ოქროს ჯილდო გარემოსდაცვითი და სოციალური ინოვაციების კატეგორიაში,
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მდგრადობის დაჯილდოვება 2021-ში, ახალი ციფრული პროგრამით - EKIMO-ს მეშვეობით.
EKIMO -
ესაა ინოვაციური, დამოუკიდებელი და სრულად ინტეგრირებული
ჯანდაცვის ციფრული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს პირველადი ჯანდაცვის ყველა კომპონენტს:
ექიმებს, კლინიკებს, ლაბორატორიებს, რადიოლოგიის განყოფილებებს, საცალო აფთიაქებსა
და სამედიცინო დაზღვევას.
აპლიკაცია 2020 წლის მარტში გაეშვა და იგი ღიაა ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების
მიმწოდებლისა ან
სამედიცინო პროდუქტის გამყიდველისთვის.
EKIMO
სრულიად უფასოა ყველა მომხმარებლისთვის და უზრუნველყოფს სწრაფ და მარტივ წვდომას ჯანდაცვის
მთელ ეკოსისტემაზე, როგორიცაა: ექიმების დანიშვნის შეკვეთა, ონლაინ გადახდები, ონლაინ
კონსულტაციები და აფთიაქების დელივერი.
დაარსების
დღიდან, EKIMO ქსელი გაფართოვდა 1,050 ექიმამდე 60 სხვადასხვა კლინიკიდან, რომელთა
ნახევარი დამოუკიდებელი, მესამე მხარის კლინიკებია.
დღეის მდგომარეობით, EKIMO არის ყველაზე დიდი ჯანდაცვის ციფრული პლატფორმა ქვეყანაში, საიდანაც უკვე სარგებლობს 133,600-ზე მეტი მომხმარებელი.
GHG-ს
ჯილდო ეკოლოგიური და სოციალური ინოვაციების კატეგორიაში გადაეცა.
EBRD–
მ მხარი დაუჭირა GHG– ს $25 მლნ-ის სესხით, რათა დაფინანსებულიყო საბრუნავი კაპიტალი
და საოპერაციო ხარჯები, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მისი გადამწყვეტი როლისთვის.
ამ
თანხების საშუალებით GHG შეძლო EKIMO-სთან ერთად, ექვსი ძირითადი საავადმყოფოს ადაპტირება
COVID19 პაციენტებისთვის
და ასევე გაეზარდა მისი დიაგნოსტიკური შესაძლებლობები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss