| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისის დაფინანსებით, „მაკდონალდსის“ პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ გაიხსნა. ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონ ლარია. საწარმო „მაკდონალდსის“ ქსელის რესტორნებისთვის რეგიონული ჰაბი გახდება - 2022 წლიდან „ბრედფილდის“ პროდუქტი ექსპორტზე გავა.
„ბრედფილდი“ ქსელის 18 ადგილობრივ რესტორანს მოამარაგებს, ბურგერის პური მალე საცალო, ქსელურ მარკეტებშიც გაიყიდება.
საწარმოს პროექტირება და ბიზნეს კონცეფციის შემუშავება 2019 წელს დაიწყო როგორც ადგილობრივ კონსულტანტებთან (Colliers International), ასევე ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად კომპანიიდან - AHB Backwaren GesmbH & Co KG.
„მაკდონალდს საქართველოსთან 2017 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში „მაკდონალდსის“ 7 ახალი რესტორანი გაიხსნა. დღეს კი კვების ხაზს ძალიან მნიშვნელოვანი და მსხვილი კომპონენტი - ეროვნული წარმოებაც დაემატა. ეს არის პურ-ფუნთუშეულის უმაღლესი სტანდარტების საწარმო, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დამსაქმებელი და ქართული პროდუქციის ექსპორტიორი გახდება. პროექტის დაფინანსება საწარმოს მშენებლობის პირველივე ეტაპზე, 2019 წელს დავიწყეთ და რთული პანდემიური პერიოდის მიუხედავად, ჩვენი მხარდაჭერა არც ერთ ეტაპზე არ შეფერხებულა. შესაბამისად, მშენებლობა დაგეგმილ ვადაში, 2020 წელს დასრულდა. ეკონომიკის აღდგენის პერიოდში, მნიშვნელოვანია ექსპორტის გაძლიერება, ამიტომ გვეამაყება, რომ ყველასათვის საყვარელი ბურგერის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი ქართული იქნება და მას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც დააგემოვნებენ“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss