| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მაისში წლიურმა ინფლაციამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო აპრილთან
შედარებით ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა. მიმდინარე წლის ივნისში კი ეროვნული ბანკი პიკურ ინფლაციას ელის და მის
სამიზნე მაჩვენებელთან დაბრუნებას 2022 წლიდან პროგნოზირებს.
მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად
საწვავის (ჯამში 0.2 პროცენტული პუნქტით) და მზესუმზირის ზეთის (0.1 პპ-ით) გაძვირებამ
იმოქმედა. წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას, 1.4 პპ-ით, კომუნალურ გადასახადები
ახდენდა, რისი მიზეზი კომუნალურ გადასახადების სუბსიდირების დასრულებაა.
მაისში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 15.5 პროცენტი,
ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 5.3 პროცენტი შეადგინა.
სავაჭრო პარტნიორთაგან მაისში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ
7.7 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში 16.6%, უკრაინაში - 9.5%, და ბელორუსში - 9.4% .
საქართველოზე
დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა რუსეთში - 6%, სომხეთში - 5.9%, აშშ-ში - 5% ,
აზერბაიჯანში - 4.9% და ევროზონაში - 2.0%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss