ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ცვლად%-იან სესხებს 2% პირგასამტეხლო მოეხსნა
1 ივლისი, 2021, 18:42
ცვლად%-იან სესხებს 2% პირგასამტეხლო მოეხსნა

თბილისი (GBC) - ბანკების ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებს 2% პირგასამტეხლო მოეხსნა, რაც მსესხებელს  წინმსწრები დაფარვისას ეკისრებოდა. სებ-ის დავალებით, ბანკებს 0.5%-ზე მაღალი  განაკვეთი აეკრძალა. ეს ოპერაცია ხშირია. ამა თუ იმ ბანკის კლიენტისთვის, კონკურენტი ბანკისგან უკეთესი სესხის შეთავაზებისას, რეფინანსირება გავრცელებული პრაქტიკაა.

სექტორი სებ-ის ამ გადაწყვეტილებას გამკაცრებული მპკ-ის დაბალანსების მცდელობით ხსნის. ბაზარი, ივნისში შენარჩუნებული 9.5% -ის მატებას აგვისტოსთვის ელის. იქამდე კი, მსესხებელს კრედიტი სხვა ბანკში გადატანისას პირგამსამტეხლოს ტვირთის ხარჯზე აღარ გაუძვირდება.

პროცენტცვალებად სესხებზე ლარის პორტფელის  43 % მოდის. მათ შორისაა იპოთეკური სესხები და ასევე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხები, რომლის განაკვეთი პიორველი 1,2,3 წელი ფიქსირებულია და  გარკვეული პერიოდის (1,2,3,4 წელი) შემდეგ ცვლადი ხდება.

მცოცავი განაკვეთით, ყველაზე მეტი - 57 300 , უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხია ( პორტფელის მოცულობა 2.8 მლრდ ლარი).

ყველაზე ცოტა ცვლადგანაკვეთიანი ავტოსესხია, სულ, 19.6 მლნ ლარის, 700 კრედიტი.


საკომისიო, პირგასამტეხლო  და სხვა სახდელები,  სებ-ის რეგულაციებით და სამოქალაქო კოდექსში ეტაპობრივი ცვლილებებით  2018 წლიდან მცირდება . შეიზღუდა სესხისთვის განსაზღვრული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთისა და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისთვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობები. კანონმდებლობის მიხედვით, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, ხოლო თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები