| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აპატურაი უფრო მეტად საქართველოს წარმომადგენელია, ვიდრე ნატოსი, - საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაის დაჯილდოებაზე მის 11 წლიან საქიანობაზე გაამახვილა ყურადღება, საქართველოსადმი ერთგულებაზე და დიდ გულშემატკივრობაზე
პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მადლობა გადაუხადა და ახალ თანამდებობაზე (კიბერუსაფრთხოება) წარმატებები უსურვა. სთხოვა აღნიშნულ პოზიციაზეც დარჩეს საქართველოს მეგობარი და დარწმუნებულია, რომ ასეც იქნება.
ნატოს გენმდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვდა. საქართველო-ნატოს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა.
ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss