| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თვითმმართველ;ობის არჩევნებზე ვინ რომელ ქალაქში და რა კონფიგურაციით გადანაწილდება მალე გადაწყდება, – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ არ დააზუსტა იბრძოლებს თუ არა ოპოზიცია არჩევნებში საერთო კანდიდატით. უპასუხა, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს (წყარო საზმაუ)
კითხვაზე, თავად იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, მელიამ უპასუხა, რომ მისთვის ეს მეათეხარისხოვანია.
გიორგი ვაშაძის ვერსიაზე -მელიას კანდიდატურა, რომ დამარცხების ფორმულაა უპასუხა, რომ არ აკომენტარებს "ეტყობა, მართალს ამბობს, არ ვაკეთებ კომენტარს“.
ამასთან, მელიამ, ყველას, ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოსვლის რეკომენდაცია მისცა "დარწმუნებული ვარ, ასეთი პარტია ძალიან ცოტა იქნება. ძალიან მინდა, ამისი მჯეროდეს იმიტომ, რომ ქართველ ხალხს არ აინტერესებს, ოპოზიციურ ველზე ვინ ვის ექიშპება, ის აინტერესებს, რას შევთავაზებთ და რა ბრძოლაში შევდივართ. დამიჯერეთ, ყოველთვის გამოჩნდება ოპოზიციაში იმ ადამიანთა წრე და ჯგუფი, ვინც ითავებს ლიდერობას და ბრძოლის ავანგარდში ჩადგება. სამი ადამიანი რომ ჩადგეს და ჩვიდმეტი რომ სახლში წავიდეს, ეს სამი ადამიანი მოიგებს საქართველოს მოსახლეობასთან ერთად“, – განაცხადა მელიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss