| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)
– Georgia Capital-მა (GCAP) მის თავმჯდომარეს
და CEO-ს
ირაკლი გილაურს, 2020 წლის სამუშაო წლისთვის, ნულოვანი ღირებულების ოფციონები გადასცა
ჩვეულებრივ აქციებზე დისკრეციული გადავადებული აქციების მიმართ.
გილაურს 160,000 ცალი GCAP-ის აქცია აღმასრულებელი
კაპიტალის კომპენსაციის გეგმის შესაბამისად გადაეცა.
მისი მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად,
აქციების 25-25% გადაეცემა სამუშაო წლის შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე წელს.
დღეის მდგომარეობით, GCAP-ის აქციების ფასი
£7-7.20-ის ფარგლებშია.
1 ივნისის მდგომარეობით, GCAP-ის თანამშრომელთა
ბენეფიტების ტრასტი, Sanne
Fiduciary Services Limited აღმასრულებელი დირექტორებისა
და მენეჯმენტის ჯილდოებისთვის 3,331,316 აქციას ფლობდა (სააქციო კაპიტალის 6.95%),
საიდანაც 1,404,610 აქცია არსებული ჯილდოებისთვის
იყო გათვლილი.
ირაკლი გილაურმა ბოლოს, GCAP-ის აქციები მაისის
ბოლოს შეიძინა (25,000 ც), რის შემდეგაც, ის ჯამში 1,935,587 ჩვეულებრივ აქციას ფლობდა
Georgia Capital - ში (28 მაისისთვის). აღნიშნული აქციების ღირებულება დღევანდელი ფასით,
£14 მლნ-მდეა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss