ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საბანკო ტროიანის შეტევები შემცირდა
6 ივლისი, 2021, 12:06
საბანკო ტროიანის შეტევები შემცირდა

თბილისი (GBC) - საქართველოში, 2021 წლის პირველ კვარტალში მომხმარებლების 0,02%-მა განოცადა  მობილური საბანკო ტროიანის შეტევა, სომხეთში - 0,04%-მა  და აზერბაიჯანში 0,02%-მა.

 

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მომხმარებელთა 0,04% დაექვემდებარ მობილური საბანკო ტროიანის  შეტევებს, სომხეთში მომხმარებელთა 0,07% -მა დაარეგისტრირა ასეთი შეტევები  თავიანთ მოწყობილობებზე, ხოლო აზერბაიჯანში 0,06%-მა.  ამას მოწმობს კასპერსკის ლაბორატორიის მონაცემები, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს მასშტაბით  2021 წლის პირველ კვარტალში იაპონია პირველ ადგილზე იყო  იმ მომხმარებელთა  წილით, რომლებსაც  თავს დაესხნენ საბანკო ტროიანები  (1,59%), მეორე ადგილზე  იყო თურქეთი (0.67%), ხოლო მესამე ადგილზე   გერმანია (0,40%).

 

ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში დაფიქსირდა საბანკო ტროიანების 25314   საინსტალაციო პაკეტი,  რაც 2020 წლის მეოთხე კვარტალის მაჩვენებელზე 8 528-ით  ნაკლებია, ხოლო  2020 წლის პირველ კვარტალის მაჩვენებელზე  16801-ით.

 

ექსპერტების აზრით, საბანკო ტროიანით  ინფიცირებული მობილური მოწყობილობები ამ მავნე პროგრამების შემქმნელებს გადასცემენ მომხმარებლების საბანკო ბარათებისა და პროგრამების მონაცემებს. ამისათვის ისინი მომხმარებლის საბანკო განაცხადის ინტერფეისს გადაფარავენ საკუთარით,  ხოლო მომხმარებელთავისი საბანკო მონაცემები შეჰყავს ტროას ინტერფეისში, რის შემდეგაც ხდება ამ მონაცემების გადაცემა კიბერდამნაშავეებისათვის. ამ ტროიანებს  ასევე შეუძლიათ გადამოწმების კოდების საშუალებით საბანკო  SMS-ების მიტაცებაც. კიბერ უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვის გარდა, მომხმარებლებმა თავიანთ მობილურ მოწყობილობაზე უნდა დააინსტალირონ საიმედო ანტივირუსი, რაც ხელს შეუშლის მათ  გადასვლას ტროიანულ ან სხვა მავნე საიტებზე.  

                        

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები