| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მთავრობა ოჯახებს იპოთეკური სესხის პროცენტის 6-8%-ის
ფარგლებში დაუსუბსიდირებს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პირველი ან მეორე შვილის
შეძენაზე სახელმწიფო პროცენტის სულ მცირე 5-6%-ს დაასუბსიდირებს, ხოლო მესამე შვილზე
8%-ს.
"პროგრამა
აწარმოე საქართველოში გასცემს საკმაოდ სოლიდური დოზით იპოთეკური სესხის პროცენტის თანადაფინანსებას
იმ ოჯახებზე, ვისაც შვილი შეეძინებათ და მოინდომებენ საკუთარი საცხოვრებელი პირობების
გაუმჯობესებას. განსაკუთრებულ აქცენტს მრავალშვილიან ოჯახებზე გავაკეთებთ; პირველი
ან მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში სულ მცირე 6% თანადაფინანსება მოხდება ჩვენს მიერ.
მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე, იქნება 8%-იან თანადაფინანსება. ეს პრაქტიკულად ნიშნავს,
რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერაა გაღებული",-აცხადებს თურნავა. მთავრობა ელის რომ აღნიშნული პროგრამით 60 000-დან 300 000-ლარამდე იპოთეკური სესხების
დაფინანსება მოხდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss