| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 40 წლიანი გამოცდილების მქონე ფრანგული საფინანსო ინსტიტუტი Proparco ფინკა - კრედოს ტრანზაქციაში ერთვება.
ფინკას აქტივის კრედოს მიერ შესყიდვაზე სებ-ის გადაწყვეტილება უკვე გაცხადდა. კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია, თუმცა მყიდველს ინტერვენციისთვის მეტი კაპიტალი სჭირდება.
ინექციას ახალი აქციონერი PROPARCO ახორციელებს, რომ კოეფიცინტი პანდემიამდელ მაჩვენებელს მიუახლოვდეს. კრედოს მიმართვის საფუძვლით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე მარეგულირებელმა 23 ივნისს განაცხადა. მიმართა თუ არა PROPARCO-მაც, კრედოს აქციონერობაზე, ინფორმაცია კონფიდენციალურია. თუ მიმართა ივლისის ბოლომდე გაცხადდება.
ეს ის წილობრივი ინვესტიციააა, რომელიც ბანკებს ბუფერების აღდგენამდე ეკრძალება.
როგორც იცით, ბუფერების გამოთავისუფლების გრაფიკი ზედამხედველმა ფსკ-ზე წარმოადგინა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყება. 01.01.2023 -ისთვის უნდა დასრულდეს არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის და 2024-ისთვის აღდგეს კაპიტალის რისკის ბუფერი.
თუ ბანკი მანამდე აღადგენს ბუფერებს, დივიდენდების, ბონუსების გაცემაზე შეზღუდვა მოეხსნება, აქციების გამოსყიდვის უფლებაც მიეცემა და წილობრივი ინვესტიციების განხორციელებასაც შეძლებს.სავარაუდოდ, კრედო მენეჯმენტსაც და აქციონერებსაც დააკმაყოფილებს.
ასევე სავარაუდოა, რომ ფინკას გასვლის წინა მცდელობა, მყიდველის (მისო კრისტალი) არასათანადო პოზიციონირებამ განაპირობა. Proparco-ს ბალანსზე 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, €6.4 მლრდ-ია.
საანგარიშო პერიოდისთვის 400-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, 115 ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის, 13 რეგიონალური დეპარტამენტი და 11 ლოკალური ოფისი აქვს მსოფლიოს გარშემო (უახლოესი მხოლოდ სტამბოლში).
მისი მიმდინარე სესხები იმავე პერიოდისთვის €4.6 მლრდ-ია.
Proparco-ს აქციონერთა სტრუქტურა 2020 წლის 31 დეკემბრისთვის შემდეგია: 78.19% Agence française de développement (AFD), 9.8 % ფრანგული ფინანსური ინსტიტუტები, 10.03 % საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, 1.37% კომპანიები, 0.6% ეთიკური სახსრები და ფონდები.
საფინანსო ინსტიტუტი კაპიტალში ინვესტიციის რამდენიმე ინსტრუმენტს იყენებს - მათ შორისაა, მინორიტარული საწესდებო ინვესტიციები (პირდაპირი ან ირიბი) - ძირითადად ფინანსური შუამავლობით, განსაკუთრებით საინვესტიციო ფონდების მეშვეობით კომპანიების კაპიტალში, სუბორდირებული ან კაპიტალის სესხები, აქციონერთა მიმდინარე ანგარიშები, ასევე კონვერტირებადი ან გამოსყიდვადი ბონდები.
Proparco დოლარის LIBOR-დან SOFR-ზე გადასვლას 2H21 -დან აპირებს და შესაბამისად, 2021 წლის ბოლოდან USD LIBOR-ის ახალ კონტრაქტებს აღარ გააფორმებს.
Proparco გასცემს გრძელვადიან (20 წლამდე) სესხებს €3 მლნ-დან €100მლნ-მდე, უცხოურ ან ადგილობრივ ვალუტებში, კომპანიებზე და ფინანსურ ინსტიტუტებზე. ასევე, კაპიტალის დაფარვის საშეღავათო პერიოდს, თუ ეს დასაბუთებულია.
კრედოს საზედამხედველო კაპიტალი 208.47 მლნ ლარიდან (1Q21) 210.9 მლნ-მდე გაიზარდა (01.06.21-სთვის).
შეგახსენებთ, კრედო Proparco-სთან მეექვსე წელია თანამშრომლობს. ბანკმა Proparco-დან $5 მლნ - ის სესხი გასული წლის ნოემბრის ბოლოსაც მოიზიდა, ბანკის მომხმარებლებისა და COVID19-დან გამოწვეული, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების არსებული გამოწვევების საჭიროებების მხარდასაჭერად. იმ პერიოდისთვის, მისი აქტიური ინვესტიცია კრედოში 87 მლნ ლარი იყო სესხისა და ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში.
საჯარო რეესტრში ცვლილებაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო.
კრედოს
მიერ ფინკას შეძენაზე, იხილეთ მეტი: http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=119919
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss