| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ვითიბის განცხადებით, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი ბანკი,
აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას, ამჯერად ბანკის დაფინანსებით შეიქმნა
ყველაზე გემრიელი, ქართული, ხელნაკეთი შოკოლადი Ambience, რომელმაც მოკლე ვადაში
დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ჩვენი შოკოლადი
გამოირჩევა მაღალი ხარისხით, განსხვავებული ფერისა და ფორმის შოკოლადებით, რომლის ნათელი
ფერები და უგემრიელესი გემოების კომბინაცია, ქმნის ამბიენს შოკოლადს. ამ
ყველაფრისთვის, მინდა დიდი მადლობა
გადავუხადო ვითიბი ბანკს გვერში დგომისა
და მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა კომპანია „ Ambiences” - ის დამფუძნებელმა, მაია
ჯიმშელეიშვილმა.
„სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა
შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მცირე თუ საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში. ჩვენ, მუდმივად მზად ვართ, წავახალისოთ ისეთი
ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ბიზნესის გაძლიერებისთვისა და ეკონომიკური განვითარებისკენ.
გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და საკუთარ თავს იმ საქმეში, რაც ბიზნეს
სექტორის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“ - განაცხადა ვითიბი ბანკის
მცირე და საშუალო ბიზნესის სამმართველოს უფროსმა, არჩილ ჩაჩხიანმა.
გთავაზობთ
მოკლე ვიდეო ისტორიას, თუ როგორ იქმნებოდა ქართული, ხელნაკეთი შოკოლადი:
FB: https://www.facebook.com/vtbgeorgia/videos/774097049948193
ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 28 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 900–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss