ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვაქცინის დეფიციტი არ შეიქმნება - მინისტრი
7 ივლისი, 2021, 12:08
ვაქცინის დეფიციტი არ შეიქმნება - მინისტრი

თბილისი (GBC) -  ვაქცინაციის 5 ივნისიდან დაწყება ყველაზე დიდ წარმატებად შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა, 10 წლიანი გეგმის წარდგენისას. ეკატერინე ტიკარაძემ სექტორში გატარებული რეფორმები შეაფასა და ახალი პროექტები წარადგინა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. აღნიშნა, რომ  აცრის კამპანიაში გამოწვევად მხოლოდ საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირება რჩება. ვაქცინის დეფიციტი არცერთ ეტაპზე აღარ არის მოსალოდნელი.

მე-2 წარმატებულ  ნაბიჯად  ტიკარაძე მიიჩნევს, იმერეთში 97 ნგრევადი ობიექტის  განსახლების უპრეცედენტოდ სწორად დაგეგმილი ოპერაცის.

მისი თქმით, 10-წლიანი გეგმით, ჯანდაცვის სერვისების უნივერსალური ხელმისაწვდომობა ყველა ეტაპზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ადამიანთა ცხოვრების ეტაპების მიხედვით, საჭიროებების ცვლილების შესაბამისად.

მინისტრმა  1 ივლისიდან დაწყებულ  სერვისების გაუმჯობესების  პროექტზე განაცხადა. აღნიშნა რომ სერვისები უკვე იდენტიფიცირებულია.

ეკატერინე ტიკარაძემ  აღნიშნა,  რომ ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემა სუსტია და გაუმჯობესდება.

შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდამაც მისი აზრით გაამართლა. ინსპექტორთა რაოდენობა 40-დან 110-მდე გაიზარდა. შედეგად  64%-ით შემცირეულია დასაქმების ადგილებზე  ლეტალობა.

10 წლიანი გეგმის ერთ-ერთია პრიორიტეტია სახელფასო დისბალანსის აღმოფხვრა.  "მინიმუმი მაინც უნდა იყოს დაცული", - ეკატერინე ტიკარაძის თქმით მედიკოსის  მაქსიმალური  ანაზღაურება არ იქნება სარევიზიოა. განიხილება თუ რამდენად დაბალი ანაზღაურება იყოს დაშვებული.  ტიკარაძემ აღნიშნა, რომ არის მიმართულებები, სადაც  მხოლოდ 1 პროფესიონალია და ისიც  იმ ასაკში (70-80 წ), რომ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაც კი ვეღარ შეძლოს. მინისტრი ახალგაზრდების წახალისების მომხრეა. სერვისების ტარიფიკაციაზე კი განაცხადა, რომ  ეს არ ემსახურება ფასების დაწევას და მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები