| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური აღდგენისთვის ჩვენ მზად ვართ, მობილიზაცია გავუკეთოთ 17 მლრდ ევროს (საიდანაც 2,3 მლრდ ევრო გრანტია) და აქედან 3.9 მილირდია საქართველოსთვის, მათ შორის 1.175 მლრდ გრანტი, - ევროკომისარმა რეგიონისთვის ინვესტიციების საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდვაზე განაცხადა: „ევროპის საინვესტიციო ბანკიდან“, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან“.
საქართველოს მივცემთ საშუალებას, რომ რამდენიმე ეტაპს „გადაახტეს“ და პირდაპირ შემოგვიერთდეს. ამ გეგმით ქვეყანა მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას შეძლებს.ეს კოვიდამდე პერიოდის ქვეყნის მშპ-ს 1/3-ია, - ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერთან ერთობლივ ოთხშაბათის ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოცულობითი პაკეტის დანერგვისთვის კოლოსალური შრომაა გასაწევი."ამასთან არის უშველებელი ამოცანა ძალიან დიდი შრომა მოგვიწევს პრაქტიკაში დანერგვისთვის", - კომისარის თქმით, პაკეტით დაფინანსებულიო პროექტების შედეგად რეალობა შეიცვლება ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მათთვის, ვისაც უნდა ვაჭრობა, მუშაობა, სწორი უნარ-ჩვევების გამომუშავება. "ყველაფერი დღევანდელი დღისგან აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. დაემსგავსება იმის, რაც ჩვენ ევროკავშირში გაგვაჩნია,“- აღნიშნა ვარჰეიმ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss