| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ყოველი თუ არა ყოველი მე-2 ტურისტი კახეთში დადის, - გურჯაანის შემოვლითი გზის გახსნაზე პრემიერმა კახეთის დანიშნულებაზე და კახეთის გზების ინფრასტრუქტურაში 2 მლრდ-ის ინვესტირების გეგმაზე განაცხადა, რაც კახეთის ლანდშაპტს მთლიანად შეცვლის. სულ, ქვეყნის მასშტაბით კი 10 წლიანი გეგნით, მისი თქმით, გზების მშენებლობაში 32 მლრდ ლარი უნდა ჩაიდოს.
"დიდ ფულს სჭირდება კარგი მშენებელი", - კონტრაქტორი კომპანიის ბლექ სი გრუპის წარმომადგენელმა ამირან მამუჭაძემ ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმების და სტუდენტების კვალიფიკაციურ გადამზადების სიკეთეებზე ისაუბრა. - "ძალიან ბევრი გეოდეზისტი და მშენებლი რეგიონს უკვე ჰყავს".
38 მლნ ლარის ღირებულების გზის მონაკვეთის გახსნაზე, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარსელაძემ ზაფხულის პროექტებიც დაანონსა, 16 კმ-იანის ტენდერი მალე გაიხსნება და მშენებლობა სექტემბერში დაიწყება. მხარეებმა დამფინანსებელ საერთაშორისო ინსტიტუტებს მადლობა გადაუხადეს. 16 კმ-იანი მაგისტრალი აცილებულია წნორს და სხვა სოფლებს, სადაც ირაკლი ქარსელაძის თქით, ტრაილერებს ფაქტობრივად ორღობეში უწევს გადაადგილება. პროექტს აზიის განვითარების ბანკი 97 მლნ ლარით აფინანსებს.
ქარსელაძემ 85 კმ-იანი თბილისი-ბაკურიცხის 4 ზილიანი გზის მშენებლობაზეც განაცხადა, რომლის ბიუჯეტი ₾ 1.6 მლრდ -ია "და აქედან თქვენი გადაწყვეტილებით ურთულეს 35 კმ -იან მონაკვეთს სახელმიწოფო ბიუჯეტი ააშენებს. თბიკლისი -საგარეჯოს I ლოტზე ადგილობრივი კომპანიები პირდაპირ შეძლებენ მონაწილეობას" - მიმართა მან პრემიერს.
მისივე თქმით, მთლიანობაში თბილისი -ბაკურციხის გზის გავლას 80 წთ -ის ნაცვლად 35 წთ დასჭირდება. დაგეგნილია ჩუმლაყი-თელავის (36კმ) ₾179 მლნ -იანი და წნორი-ლაგოდეხის (40კმ) ₾250 მლნ-იანი მონაკვეთების მშენებლობა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss