ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სუსტი რითეილერების დამცავი კანონის ინიცირება კონკურენციის სააენტოსგან ვიზირებულია
8 ივლისი, 2021, 18:56
სუსტი რითეილერების დამცავი კანონის ინიცირება კონკურენციის სააენტოსგან ვიზირებულია

თბილისი (GBC) -ირაკლი ლექვინაძემ, სპიკერის რანგში, ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს  (სკეს) თავმჯდომარემ ფორუმის მონაწილეებს და ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგები, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარუდგინა (ძირითადი საკითხები: წარმოება, დისტრიბუცია და რითეილ სექტორი).

„საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგის ფარგლებში, ჩვენი შესწავლის ძირითად საგანს წარმოადგენდა სადისტრიბუციო კომპანიებსა და საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებს შორის ურთიერთობებში არსებული, დისტრიბუტორთა ასოციაციის მიერ პრობლემურად მიჩნეული საკითხების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართება.

მონიტორინგის ფარგლებში, შესწავლილი იქნა 73 სადისტრიბუციო კომპანიის და 16 სავაჭრო ქსელის მონაცემები - ხელშეკრულებები, ჯამური ბრუნვები 2018–2019 წწ. ფილიალების რაოდენობა, მოცულობები, სარეალიზაციო პროდუქციის ასორტიმენტი...

მონიტორინგით, ქვეყნის მასშტაბით, საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების წილი, შესაბამის ბაზრებზე 2019 წლის მონაცემებით, 31%–ით, სხვა შემსყიდველების 69%-ით განისაზღვრა. თბილისში ანალოგიურ პერიოდში, საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების წილი შეადგენდა 40.5%–ს, სხვების 59,5%-ს.

მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად კონკურენციის სააგენტომ დადგინა, რომ შესაბამის ბაზარზე არც ცალკე არსებული ეკონომიკური აგენტის დომინანტური მდგომარეობა აღინიშნა და არც ეკონომიკური აგენტების ჯგუფური დომინანტობის ფაქტი.

შედეგად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, სააგენტოს მხრიდან გაიცა რეკომენდაცია - საცალო ბაზრის სუსტი მოთამაშეების ინტერსების დამცავი საკანონმდებლო ნორმის შემოღების მიზნით საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაზე. ასევე, გაიცა რეკომენდაცია შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიმართაც“, - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნეს ფორუმში მონაწილეობნენ: ივა ჭყონია - საქართველოს დისტრუბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი; ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - მწარმოებელთა ფედერაცია; სანდრო ნაჭყებია - Nexia TA, გიორგი ცერცვაძე  - G&T Consulting, ზვიად კორძაძე - კორძაძის საადვოკატო ბიურო(TBD); მირანდა მანჯგალაძე - რითეილ ასოციაცია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები