| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროდეპუტატები ევროკავშირის და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, ყველა შესაძლო საშუალებით დაუჭირონ მხარი წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს, უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის განმტკიცებაში. რის გარეშეც " რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ევროკავშირს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერაში, მჭიდრო პოლიტიკური და ოპერაციული ურთიერთქმედების შენარჩუნებით ასპირანტ ქვეყნებთან, კერძოდ, ბოსნია და ჰერცოგოვინასთან, უკრაინასთან, საქართველოსთან, ხაზს ვუსვამთ, ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების მიერ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს“, – აღნიშნულია ევროკავშირის ნატოსთან თანამშრომლობის რეზოლუციაშის, რომელიც ევროპარლამენტმა დაამტკიცა.
ამავე რეზოლუციაში ევროდეპუტატები ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოებას კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას. ამასთან შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთისა და პირადად პრეზიდენტ პუტინის მიერ გატარებული „რევიზიონისტული, მილიტარისტული და აგრესიული“ პოლიტიკის გამო.
„მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ნატო-ს, გააფართოოს თანამშრომლობა, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის პირდაპირ თუ ირიბ აგრესიას და აქტივობებს, რომელიც მიმართულია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ, ასევე რუსეთის აგრესიულ აქტივობას ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში, აზოვის ზღვაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
(წყარო: საზმაუ)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss