ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის ბიზნეს კლუბის წევრებისთვის დისკუსია გაიმართა
9 ივლისი, 2021, 11:47
თიბისის ბიზნეს კლუბის წევრებისთვის დისკუსია გაიმართა

თბილისი (GBC) - კონცეპტის სივრცემ თიბისის ბიზნეს კლუბის წევრებისთვის დისკუსიაუმასპინძლა, სადაც მთავარი სპიკერები  ბიზნეს-კონსულტანტი ანდრო დგებუაძე და „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი ლევან ლეფსვერიძე იყვნენ.

 

შეხვედრის მთავარი თემა მომხმარებლის გემოვნება იყო, რა გზას გადის და ეცვლება თუ არა მომხმარებელს გემოვნება დროთა განმავლობაში, რა სახეს მიიღებს ის მომავალში და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს სამომავლოდ ბიზნესს,  როგორ შეიცვლება ბაზარი.

 

შეხვედრა ფიზიკურ სივრცეში მხოლოდ ბიზნეს კლუბის წევრებისთვის გაიმართა, კოვიდ რეგულაციების გამო დამსწრეთა ადგილები შეზღუდული იყო.

 

თიბისის ბიზნეს კლუბი არის სივრცე, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერისთვის შეიქმნა, ბიზნეს კლუბი მის წევრებს აწვდის საჭირო ინფორმაციას, აძლევს ცოდნის გაღრმავების საშუალებას, მართავს დისკუსიებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან თემებზე.

ამას გარდა, ბიზნეს კლუბი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართავს ბიზნესსაუბრებს, რომელშიც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები განიხილავენ მათთვის აქტუალურ საკითხებს.

  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები