ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი ბანკებს და სხვა პროფილურ კომპანიებს შეხვდა
9 ივლისი, 2021, 14:43
მინისტრი ბანკებს და სხვა პროფილურ კომპანიებს  შეხვდა

თბილისი (GBC) - ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს დღეს ეკონომიკის სამინისტროში ნათია თურნავასთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ბიზნესის თითქმის ყველა დარგის 27 მსხვილი კომპანიისა და ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მსხვილ დამსაქმებლებთან გამართულ შეხვედრაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მონაწილეობდნენ.

 „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ვაქვინაცია იმ ობიექტებზე, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია. გვქონდა სამუშაო შეხვედრა მსხვილ დამსაქმებლებთან, სადაც დახურულ სივრცეებში მუშაობს ათეულობით და ასეულობით ადამიანი. გვახსოვს 2020 წლის გამოცდილება, როცა ასეთი მსხვილი საწარმოები, მსხვილი დაწესებულებები შეიძლება იქცნენ მომეტებული რისკის ობიექტებად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბიზნესთან, კომპანიების დამფუძნებლებთან, მენეჯმენტთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორ გავხადოთ ვაქცინაცია წესად და როგორ მიმდინარეობს დღეს ეს მნიშვნელოვანი პროცესი“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ბიზნესასოციაცია, საბანკო ასოციაცია, „ჯორჯიან მანგანეზი,“ „ჰაიდელბერგცემენტი,“ „აჭარა ტექსტილი,“ „ბორჯომი,“ „თელასი,“ ბაზარზე მოქმედი ყველა მსხვილი ბანკისა და კომპანიების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები