| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

.თბილისი (GBC) - ციფრულ ტრანსფორმაციის გარდამტეხ როლზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ციფრული ტრანსფორმაციის“ საქართველოს კონსორციუმის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე ისაუბრა.აღნიშნა დონორების დახმარებით განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის „ლოგ ინ ჯორჯიაზე“, რომელიც რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
მინისტრმა გაციფრულება ევროკავშირისგან ახლადგამოყოფილ 3.9 მლრდ ევროს მიზნობრივ მიმართულებებს შორის გამოყო. ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა, რომელიც სტარტაპებისა და ინოვაციური წამოწყებების გრანტებით მხარდაჭერას გულისხმობს.
" 150-მდე სტარტაპია დაფინანსებული. რამდენიმე სილიკონ ველიზეა წარმოდგენილი. 10-წლიან გეგმით 500-მდე სტარტაპის დაფინანსება იგეგმება. „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პროგრამული უზრუნველყოფა შეიქმნება და ბიზნესი გრანტებით და სუბსიდიებით წახალისდება. გვაქვს კონკრეტული ფინანსური ბერკეტები. ეს ინდუსტრია კონსოლიდირდება და ისინი განახორციელებენ რეალურ ციფრულ გარღვევას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმი კერძო-საჯარო პარტნიორობაზე დაფუძნებული ღია, თანამშრომლობითი პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ელექტრონული სერვისების დეცენტრალიზებული ეკოსისტემის განვითარებისა და ქვეყნის საერთაშორისო ინოვაციური საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss