| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჭუტამ დაარღვია რეგლამენტი. რეაგირების გარეშე არაფერი არ უნდა დარჩეს, - ირაკლი კობახიძემ შეაფასა ვატო წერეთლის (TV პირველი) პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეჭრის ფაქტი. დარბაზში არეულობის ფონზე ოპოზიციის ლიდერები ითხოვდნენ პრემიერის გადადგომას. პოზიციის ლიდერები კი მათ მოქმედებას ანტისახელმწიფოებრივად აფასებდნენ. "ამორალური ხალხია და ამორალურ ქმედებებს ახორციელებენ, ეს არის მორალური ფსკერი," - ამბობს ირაკლი კობახიძე. "იჩხუბებენ და დამშვიდდებიან როგორც ყოველთვის. ამათი მოთხოვნა არის ქვეყნის არევა, მაგრან არ ავრევთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ . " ბინძური პროვოკაცია. ეს არის გარდაცვლილის ტრაგედიით ვაჭრობა", - რიგგარეშე სესიის დაწყებამდე მიმდინარე მოვლენები შეაფასა, ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მათიკაშვილმა, რომელსაც მიაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკური პასუხი, მალე, არჩევნების შედეგებით გაეცემა.
პრემიერის ორშაბათის ბრიფინგის განცხადებებს, პარლამენტს გარეთ მედია აპროტესტებს. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ აქციაზე ისინი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ მიიყვანა, ტრაგედიამ და პრემიერს მოუწევს პასუხისმგებლობა.
"30 კაცია დამესია ხელები გადამიგრიხეს. მგონი შიგნით უფრო დასაცავები ხართ ვიდრე გარეთ. კითხვის დასმის ეშინიათ, - განაცხადა პარლამენტიდან ახლადგამოსულმა ვატო წერეთელმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss