ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
წულუკიანის განცხადება
12 ივლისი, 2021, 12:10

თბილისი (GBC) -  დავსერიოზულდეთ და შევწყვიტოთ პროვოკაციებში მონაწილეობა „მთავრობა მკვლელიას“ ძახილი არის სირცხვილი. არავინ აქ მკვლელი არ არის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა  ორსაბათის ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5 ივლისს სასტიკად ნაცემი TV პირველის ოპერატპრის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით დაელოდონ ექსპერტიზის შედეგებს.

იუსტიციის ექსმინისტრის თქმით,  შსს-მ აჩვენა სათვალთვალო კამერის კადრები , "როდესაც თქვენ, მედიასაშუალებებმა აწიეთ პანიკა, რომ ეს კაცი თურმე მოკლა მთავრობამ, რა თქმა უნდა, მთავრობას აქვს პასუხის უფლება. მე ველოდები ექსპერტიზის დასკვნას და ვუსმენდი და ველოდებოდი კლინიკის დირექტორის ბრიფინგს, რომელიც ამბობს, რომ სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, პაციენტს გასვლის წინ ჩაუტარდა ტომოგრაფია, რომელმაც არაფერი აჩვენა ისეთი, რაც მიუთითებდა, რომ პაციენტის შინ გაშვება არ შეიძლებოდა. ამის შემდეგ, თუ არ ვცდები, ის ეთერშიც იყო თუ თქვენთან ურთიერთობდა, ნანახიც გყავთ კლინიკიდან გამოშვების შემდეგ. როდესაც არ ვიცით, ნუ ვიჩქარებთ ხოლმე დასკვნებს. ზოგიერთი ტელევიზია მთელი დღე ამ ამბავს ასაღებდით ისე, თითქოს მთავრობის წევრებმა ეს ოპერატორი მოკლეს", - წულუკიანმა  მედიას სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

"ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა ყველამ ისე, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები საკუთარი პოლიტიკური და ბინძური მიზნებისთვის გამოყენება ამ ქვეყანაში შეწყდეს. უნდა შეწყდეს და მოგიწოდებდით ამისკენ, უმრავლესობის მიმართ აგრესია, რომელიც თვლის, რომ აღლუმი რუსთაველის გამზირზე არ უნდა ჩატარდეს და ვისწავლოთ ერთმანეთის აზრის პატივისცემა. ჟურნალისტებსაც გთხოვთ, ნუ მაშინებთ ევროკავშირის ელჩით, ვინაიდან, როდესაც თქვენ ქართველებს აშინებთ დასავლეთ ევროპელი უცხოელებით, აკეთებთ რუსულ საქმეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები